შოთა რუსთაველის სკულპტურული გამოსახულებები


ქართულ ხელოვნებაში შოთა რუსთაველის პორტრეტი მრავლად შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მისი წარმომავლობის და ცხოვრების შესახებ, ყველამ ვიცით, რომ იგი თამარ მეფის სასახლის კარზე მუშაობდა. ასევე დიდი ინტერესი იყო მისი ლიტერატურული ძეგლის, „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებისა, რაზეც სხვადასხვა დროში რამდენიმე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა იმუშავა, მათ შორის იყვნენ: თამარ აბაკელია, სერგო ქობულაძე, უკრაინელი მხატვარი მიხაი ზიჩი, თანამედროვეობაში რუსუდან ფეტვიაშვილი, ცოტა ხნის წინ კი პოემის ყდა მოჭედა ცნობილმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა.
შოთა რუსთაველის ბევრი სკულპტურული პორტრეტია შექმნილი. მისი სახის შექმნაზე იმუშავეს XIX საუკუნეში ქართველმა მოქანდაკეებმა: სერაფიმე პოლოლიკაშვილმა (ქანდაკება ოდესის სამხატვრო სკოლაში ისწავლა) შეასრულა შოთა რუსთაველის პორტრეტი და ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება[1]. ასევე, მისი თანამედროვე იყო ალექსანდრე თარხნიშვილიც, რომელმაც მცირე ზომის პორტრეტი შექმნა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკის კალკაზე გაკეთებული ასლის მიხედვით.[2] რაც შეეხება მონუმენტურ სკულპტურას, თბილისში დგას ორი ქანდაკება: მეტრო რუსთაველთან მაღალ კვარცხლბეკზე მედიდურად აღმართული მონუმენტია (1942 წ.), რომლის ავტორია კონსტანტინე მერაბიშვილი, ხოლო მეორე ძეგლი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თაღოვანი გალერეის ასასვლელშია განთავსებული. ქანდაკება ეკუთვნის მერაბ ბერძენიშვილს (1965 წ.). „ვეფხისტყაოსანი“ მრავალ ენაზეა ნათარგმნი, ამის შემდეგ არ არის გასაკვირი, რომ იტალიაში, რომის ბორგეზეს ბაღში 2010 წელს გაიხსნა იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის ბიუსტი, რომელიც პოეტის ნაცნობ სახეს ხატავს. მას ახურავს კონუსისებური ფორმის ქუდი, როგორც ტრადიციულად წარმოადგენენ ხოლმე პოეტის სახეს.

გუჯი ამაშუკელი. „ვეფხისტყაოსნის“ ყდის მოჭედილობა.

გუჯი ამაშუკელი. „ვეფხისტყაოსნის“ ყდის მოჭედილობა.


ალექსანდრე თარხნიშვილი. შოთა რუსთაველის ბიუსტი.

კონსტანტინე მერაბიშვილი. შოთა რუსთაველი. 1942 წ.

მერაბ ბერძენიშვილი. შოთა რუსთაველი. 1965 წ.

იაკობ ნიკოლაძე. შოთა რუსთაველის ძეგლი. გაიხსნა 2010 წელს.

ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი






[1] ელერდაშვილი . სერაფიმე პოლოლიკაშვილის უცნობი ნამუშევრები, საქართველოს სიძველენი, 2006 . N 9.
[2] ტყეშელაშვილი . ჟანრული ქანდაკების ოსტატი, საბჭოთა ხელოვნება, 1959 ., N 9.

Comments