რუბრიკა ,,ეს საინტერესოა" - „კაცი იდეა“სკანდალური ჯეფ კუნსი

გასული საუკუნის მიწურულს ვერავინ იფიქრებდა, რომ უბრალო ბუშტის ძაღლი დიდ ქანდაკებად გადაიქცეოდა და უამრავ წამყვან გალერეაში საპატიო ადგილს დაიკავებდა. ყველა მიხვდება, რომ ლაპარაკია ამერიკელ არტისტზე, მოქანდაკე ჯეფ კუნსზე.

მისი შემოქმედება ყოველთვის ექსპერიმენტია, განვითარებულ ხელოვნებასა და მასკულტურას შორის. იმ მომენტიდან, როდესაც ჯეფ კუნსი გამოჩნდა, ის ერთმანეთთან აკავშირებდა პოპის მეთოდებს, კონცეპტუალურ ხელოვნებასა და პოპულარულ კულტურას, რათა შეექმნა თავისი ხედვა – ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამერიკელი არტისტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, პოპულარული და საკამათო ფიგურაა. თავისი კარიერის განმავლობაში მან დაამკვიდრა უკვე არსებული ობიექტების გარდაქმნის ხელოვნება. მოდის მოყვარულთათვის ჯეფ კუნსისა და ლუი ვიტონის მოდის სახლის კოლაბორაცია ერთ-ერთი საუკეთესოა. 

მან წარმოადგინა ჩანთებისა და აქსესუარების კოლექცია, რომელზეც პრინტებად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გამოიყენა. ჩანთებზე მორგებული უდიდესი მხატვრების ნამუშევრებით, კუნსმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. კოლექციაში “Masters” გაერთიანებულია ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, პეტერ პაულ რუბენსისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები. კოლაბორაციამ გამოსვლისთანავე გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საინტერესოა ჯეფ კუნსის კოლაბორაცია მომღერალ ლედი გაგასთან. მათ ერთობლივად იმუშავეს ალბომზე ARTPOP. 


ალბომის მთლიანი ვიზუალი კუნსის შემოქმედებაა: შიშველ ქანდაკებად ქცეული ფოტოები დიდი, ლურჯი სფეროებით, ადამიანის უხერხულ ადგილებს ფარავენ. ალბომის ვიზუალი ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა მსოფლიოში. მისი სკანდალური ქორწინება და შემდგომ განქორწინებაც უნგრელ-იტალიელ პორნოვარსკვლავ - ჩიჩოლინასთან ყურადღების ცენტრში მოექცა. კუნსისა და ჩიჩოლინას სკულპტურებმა სექსუალურ პოზებში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საინტერესოა, ასევე მისი კოლაბორაცია შამპანურის ბრენდთან „Dom Pérignon”, რომლის დიზაინზეც პაბლო პიკასო, სალვადორ დალი და ამერიკელი რეჯისორი დევიდ ლინჩი მუშაობდნენ. ამერიკელმა არტისტმა სპორტული მანქანების დიზაინზეც იმუშავა. კუნსის ამოცანა იყო შეექმნა ავტომობილის დიზაინი, რომელიც კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოადგენდა მის რეალურ სიჩქარეს. მართლაც, წარმოუდგენლად მრავალმხრივია კუნსის შემოქმედება, რომელიც მთელი თავისი არსით მოიცავს სიტყვებს: „კაცი იდეა“ და წარმატება.




✍️ავტორი: ლიკა პაპალაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

#jeffkoons #masterofart #Artist #GazingBall #popularculture #ContemporaryArt
#სამხატვროქარხანა 

Comments

  1. საინტერესოა ეს ჩემი პირველი კომენტარია ბლოგზე. ვნახოთ როგორ იმუშავებს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ახალ წამოწყებას!

    ReplyDelete

Post a Comment