ერთი ნახატის ამბავი... (,,SCREAM“)

„ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა. უცებ ცა სისხლივით გაწითლდა. დავინახე ფიორდის და ქალაქის თავზე სისხლი და ცეცხლის ალი. მეგობრებს ჩამოვრჩი. ვიდექი და მღელვარებისგან ვთრთოდი, შევიგრძნობდი უსასრულო კივილს ბუნებისგან“ – წერდა საკუთარ დღიურში ედვარდ მუნკი.
1891 წელს მხატვარი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ეკებერგის მთის გადმოსახედზე, საიდანაც ოსლოს ხედი იშლებოდა, სწორედ ამ დროს გაუჩნდა ტილოს შექმნის იდეა. მუნკმა „კივილის" 4 ვარიანტი დახატა (შექმნილია 1893 და 1910 წლებს შორის). სამი ვერსია მის სამშობლოში ინახება, მეოთხე კი 2012 წელს აუქციონზე რეკორდულ 119,9 მილიონ დოლარად გაიყიდა (ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ექსპონატია, რომელიც ღია აუქციონზე გაიყიდა). „კივილი“ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არტ-გამოსახულებაა მსოფლიოში. ადამიანებზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ის იმ ნახატებს შორისაა, რომლებიც კინოში ცნობილი რეჟისორების ინსპირაციადაც იქცა (,,SCREAM“).
მუნკის ნამუშევრები რამდენჯერმე გაიტაცეს. მათი გატაცება ტენდენციად იქცა... ქურდებისგან ყველა ჯერზე დაიბრუნეს. ამ ამბებმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა მათი შემქმნელი. პირველად ”ყვირილი” ნორვეგიის ეროვნული გალერეიდან 1994 წელს მოიპარეს. ქურდებმა სურათების სანაცვლოდ მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და დაბრუნება მოუხდათ. ქურდებმა ნამუშევარი ოსლოს გარეუბანში, ერთ–ერთ პატარა სასტუმროში დატოვეს. ათი წლის შემდეგ მუნკის ”ყვირილი”, (ამჯერად სურათის სხვა ვარიანტი) მუნკის მუზეუმიდან გაიტაცეს. ხალხის თვალწინ პირდაპირ კედლიდან ჩამოგლიჯეს. ამ ამბავს ”21-ე საუკუნის გატაცებაც”კი უწოდეს. 2005 წელს მუნკის კიდევ სამი ტილო მოიპარეს. სახელმწიფომ კვლავაც დაიბრუნა შედევრები.
მკვლევარები მუდივად კამათობდნენ და თხზავდნენ ტილოს შექმნის საოცარ ვერსიებს: ზოგი ამტკიცებდა, რომ მუნკს სურათის იდეა უცხოპლანეტელებმა მიაწოდეს, ზოგი კატაკლიზმების წინასწარმეტყველებას მიაწერდა... უმეტესობა კი, ნორვეგიელი ფერმწერის ამ ნამუშევარს ფსიქოზის მწვავე შეტევას უკავშირებს (მუნკი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა). ხშირად კამათობენ გამოსახულების ახსნაზეც: შეწუხებული ადამიანი თვითონ ყვირის თუ ყურებზე ხელს იფარებს და ამით თავს იცავს მის გარშემო გაბატონებული კივილისგან. 

 #ნახატისისტორია #კივილი #მუნკი #მსოფლიოშედევრი #georgianartfactory #GAF #GAFstream

Comments