რუბრიკა "ეს საინტერესოა" - ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“


XV საუკუნე „ტიტანების“ დაბადების თარიღია. როცა ანტიკური სამყარო გაცოცხლდა საუკუნოვანი მიძინების შემდეგ, რენესანსის მხატვრების შემოქმედებაში გაიღვიძეს მითოლოგიურმა პერსონაჟებმა. ლეონარდო და ვინჩი ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნე, მეცნიერი, მხატვარი და გამომგონებელი იყო. მისი არც ერთი ნამუშევარი, მეცნიერთა თუ საზოგადოების წარმომადგენელთაგან, არ განიცდის ინტერესის ნაკლებობას. ასეთია „საიდუმლო სერობაც“, რომელიც მან შექმნა მილანის სანტა მარია დელა გრაციას ეკლესიის სატრაპეზოსთვის 1495-1496 წლებში. 

ფრესკა, სტილისტური განხილვის გარდა, საინტერესოა ისტორიის მხრივაც: მხატვარი ვერ ასრულებდა ნამუშევარს (დარჩენილი ჰქონდა იესოსა და იუდას სახეები), მათი პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში ვერ იპოვა და ერთ დღესაც ლოცვის დროს შეხედა ეკლესიის გუნდის მომღერალს, რომელსაც სახე გასხივოსნებული ჰქონდა, მან ის ნატურად წაიყვანა იესოს სახის დასახატად. ამის შემდეგ რჩებოდა იუდა, რომლის ძებნაც ხელახლა დაიწყო. გარკვეული დრო რომ გავიდა, მიაგნო ადამიანს, ნასვამ მამაკაცს, რომელიც წაიყვანა სახელოსნოში და აღმოაჩინა, რომ ეს სწორედ ის მამაკაცი იყო, ვინც ცოტა ხნის წინ იესოს სახის დასახატად შეარჩია. 

 ამ ნაწარმოების საიდუმლოება ამით არ სრულდება - თანამედროვე პერიოდში იტალიელმა მუსიკოსმა ჯოვანი მარია პალამ „საიდუმლო სერობის“ მიხედვით (ნამუშევარში ნოტები მოციქულთა ფიგურებით იკითხება) შექმნა მუსიკა, რომელიც მინორული ხასიათისაა და ამასთანავე არის მისტიკური, ტრაგიკული ამბავი - იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის მოლოდინის გამომხატველი მოკლე სათქმელი. 

✍️ ავტორი: სოფიო პაპინაშვილი  
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი 

#სამხატვროქარხანა #საიდუმლოსერობა #ლეონარდოდავინჩი #რენესანსი #სანტამარიადელაგრაცია #ჯოვანიმარიაპალა #georgianartfactory #GAF #GAFstream #lastsupper #leonardo #davinci #sopiopapinashvili

Comments