რუბრიკა „ეს საინტერესოა“ - ფოტოგრაფიის გამომგონებლები

„ფოტოგრაფია“ ბერძნული სიტყვაა და „სინათლით წერას“ ნიშნავს. პირველად ეს ტერმინი გამოიყენეს 1839 წელს, როდესაც დაგერმა თავისი გამოგონება – დაგეროტიპი წარადგინა. 
თავდაპირველად, ოპტიკური ცვლილებებით დაინტერესდნენ ჩინელები და ჯერ კიდევ 2500 წლის წინ, ძვ. წ. V საუკუნეში განაცხადეს, რომ ნახვრეტში გამავალი სხივის მეშვეობით კედელზე გამოსახულება ამოყირავებულად ჩანს. ძვ. წ. IV საუკუნეში კი (2400 წლის წინ) ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე აკვირდებოდა ნაწილობრივ დაბნელებულ მზის ფორმას ჩვეულებრივ   ხვრელში, ხეების ფოთლებს შორის და შეამჩნია, რომ რაც უფრო ვიწროა ნახვრეტი მით უფრო მკვეთრია გამოსახულება.
X-XI საუკუნეში მცხოვრები არაბი ფიზიკოსი აბუ ალი ჰასან იბნ ალ ჰაითამიც (ალჰაზენი) ატარებდა ექსპერიმენტებს და იკვლევდა გამოსახულებებს, რომლებიც განათების მეშვეობით აირეკლებოდნენ. მან დაასკვნა, რომ გამოსახულების გადიდება შესაძლებელია ლინზების საშუალებით. მომდევნო ეპოქებში სხვადასხვა მეცნიერი იყენებდა ნახვრეტში გამავალ ამოყირავებული გამოსახულების ტექნიკას, რასაც `კამერა ობსკურა~, ანუ, `ბნელი ოთახი~ ეწოდა. მხატვრებიც იყენებდნენ მას თავიანთი ნახატების ფონისათვის, მეცნიერები მზის დაბნელების საყურებლად, ხოლო გამომგონებლები – ახალი აპარატების დასამზადებლად. 
`კამერა ობსკურას~ ერთ-ერთი პირველი აღწერა და ჩანახატები ლეონარდო და ვინჩის  ეკუთვნის. იგი აღნიშნავდა, რომ თუ გაშუქებული საგნების გამოსახულებები მოხვდება ბნელი ოთახის მრგვალ ნახვრეტში და თუ ნახვრეტისაგან ცოტაოდენი მოშორებით დავიჭერთ თეთრ ქაღალდს, მთელი გამოსახულება მასზე აირეკლება, დაპატარავებულ ზომებსა და ფერებში.


1700 წელს პორტატული ზომის „კამერა ობსკურა“ დამზადდა, იგი იყო ხის ყუთ, რომელსაც ერთ მხარეს პატარა ზომის ნახვრეტი ჰქონდა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს მინის ეკრანი. ამ ნახვრეტის საშუალებით სინათლე კამერაში აღწევდა და გამოსახულება მინაზე აღიბეჭდებოდა. 1727 წელს გერმანელმა პროფესორმა იოჰან ჰაინრიხ შულცემ დააფიქსირა, რომ როდესაც ვერცხლის მარილებს სინათლე არ ეცემოდა, იგი ბნელდებოდა.


ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფოტოგრაფიას საფუძველი ჩაუყარა იყო იოზეფ ნიკიფორე (ნისიფორე) ნეპსი, როდესაც გადაიღო სურათი `ხედი ჩემი ფანჯრიდან~ 1826 წელს. ერთი ფოტოს გადაღებისთვის მას დასჭირდა 8 საათი, გამოსახულება, ბუნებრივია, იყო შავ-თეთრი და დაბურული.





მნიშვნელოვანი გამოგონებები აწარმოეს ლუი ჟაკ მანდე დაგერმა, რომელმაც სპილენძის ფირფიტაზე იოდიდის საშუალებით იმოქმედა, რის საფუძველზეც გამოსახულება დაიწმინდა. თუმცა ფოტოგრაფია ყალიბდებოდა როგორც ხელოვნების ახალი დარგი, რაც ხელოვანის აღქმასა და ტექნიკური შესაძლებლობების ერთობლიობას. 
    



მხატვრობისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ თავიანთ ტილოებზე აღებეჭდათ ის ემოცია და შთაბეჭდილება, რაც ფოტოგრაფიას ბუნებრივად ახასიათებდა. ამ კონცეფციის მიხედვით, 1874 წელს კლოდ მონემ დახატა `შთაბეჭდილება მზის ამოსვლა~, რაც იმპრესიონიზმის დაბადების თარიღი გახდა.



ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments