ახალი ქანდაკება - ობიექტი

ქანდაკება მასალით აზროვნებაა, ფორმათა და მასების ვიზუალიზაცია კი ყოველ ეპოქაში ცვალებადია. მოქანდაკე მუშაობის პროცესში პლასტიკური ფორმის გარდასახვისას მხატვრულობას მიმართავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ რომდე, რასაც შემდგომში Contemporary Art-ი უწოდეს. პოსტმოდერნისტებმა აღნიშნული თვისება პროცესიდან გააქრეს და მხოლოდ რაციონალიზმი აღიარეს უპირველეს ნიშნად, ამ ახალმა მიდგომამ კი ქანდაკებას სიახლე შესთავაზა და ერთგვარი გამოწვევის წინაშე დააყენა - გარე სივრცეში დადგმულ თუ ინტერიერში წარმოდგენილ ობიექტს საზოგადოება უნდა გაეერთიანებინა და სკულპტურის ნაწილად ექცია. მართლაც, საინტერესო და მნიშვნელოვანია ახალი მიდგომა იმ ტიპის ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ქანდაკება, თუმცა არ შეუძლია მქანდაკებლობა.
ერთ-ერთი პირველი მიმდინარეობა, რომელიც პოსტმოდერნიზმში იწყება სკულპტურის სახით, და რომელმაც ზემოთ აღნიშნულ თვისებებს თავი მოუყარა, არის მინიმალიზმი (Minimal - მცირე). მისთვის დამახასიათებელია ფორმის უკიდურესი სიმარტივე და ექსპრესიული შინაარსის უარყოფა. როგორც მიმდინარეობა ის ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, თუმცა გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრები ამ სტილის ფარგლებში 1960-1970-იან წლებში შესრულდა. ტერმინი „მინიმალიზმი“ პირველად ფილოსოფოს რიჩარდ ვოლჰეიმმა გამოიყენა 1965 წელს, უფრო ადრე კი 1929 წელს დვიდ ბერლიუკმა მაშინ, როდესაც რუს-ამერიკელ მხატვარ ჯონ გრეჰემის შემოქმედებაზე საუბრობდა. „მინიმალიზმი“ აერთიანებს ისეთ არტისტებს, რომელთაც გააჩნდათ საკუთარი განსხვავებული დამოკიდებულება ტრადიციული ქანდაკებისა და ფერწერის მიმართ. მიმართულება განვითარდა ამერიკაში, ამ პერიოდის ევროპული ხელოვნება კი ბაუჰაუზის საფუძვლებზე იყო აღმოცენებული, ასევე იქ განვითარებული იყო კონსტრუქტივიზმდა კონკრეტული ხელოვნება. წამყვანი მინიმალისტი მოქანდაკეები არიან: კარლ ანდრე, დონალდ ჯადი, ტონი სმითი და დენ ფლავინი. ისინი იყენებენ ბუნებრივ ან ინდუსტრიულ მასალას, მაგალითად ხეს ან ლითონს. მარტივ გეომეტრიულ კონფიგურაციებით ქმნიან ორმას და მასალის შეგრძნებას, უარყოფენ ემოციას. მათ სურთ მოიშორონ მეტაფორები, სიმბოლოები, ანალოგიები და საზოგადოებამ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში არასოდეს ეძებო კონკრეტული  ნიშნები. მინიმალისტური საგნები სამგანზომილებიანია და მათი წარმოდგენა შესაძლებელია როგორც სამუზეუმო, ისე ღია სივრცეში. პირველი მინიმალისტური გამოფენა კი მოეწყო ნიუ-იორკი ებრაულ მუზეუმში 1966 წელს და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ნამუშევრებმა გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია. გამოფენას მიმოხილვა გაუკეთა ლუსი ლიპარდმა, რომელმაც დაწერა დაბნეულობა სტილისა და ხარისხის შესახებ.

ახალი ხელოვნება დამყარებულია ხარისხის დაწევაზე და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჟღერებული მოწოდება ხელოვნება ხელოვნებისთვის პოსტმოდერნიზმმა უარყო. ყველაზე საინტერესო მინიმალისტების მიერ შექმნილ ნაწარმოებებში იყო ის, რომ სივრცეში განფენილი დანაწევრებული ობიექტები დამთვალიერებელში გაერთიანებულიყო  და მათ ობიექტებს შორის ემოძრავათ.
მინიმალისტების მიერ უარყოფილი მხატვრულობა  ასევე ვლინდება რეალისტური გამომსახველობის უარყოფაშიც, მიიჩნევენ, რომ ქანდაკებას არ შეიძლება ჰქონდეს შუქ-ჩრდილი. პირველად მორის ლუისმა გააჟღერა ფორმულა, რომ მოქანდაკეებისთვის აღარ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ფაქტურას, ფერს, სტრუქტურს, სინათლეს, შუქ-ჩრდილს. დონალდ ჯადი კი პირიქით ფიქრობდა - მან უდიდესი დატვირთვა მიანიჭა ფერს და სინათლეს. დენ ფლევინმა შეიმუშავა მხატვრული კონცეფცია და ნეონის განათების საშუალებით შექმნა დაპირისპირება სინათლესა და სივრცეს შორის. მან თავისი ინსტალაციები პირველად 1961 წელს წარმოადგინა. მასთანაც არსებითია ადამიანისა და ქანდაკების ურთიერთკავშირი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ სერიულობა და მოქანდაკეების მიერ ფაბრიკატორებისადმი ობიექტების გაგზავნა იდეის შესასრულებლად უმთავრესი მოთხოვნა გახდა. ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები აქაც გამართლდა, როდესაც მან ხელოვნებაში ავტორის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

ამ ხელოვანების შემოქმედება მრავალფეროვან სურათს ქმნის მინიმალისტურ ხელოვნებაში, რომელთაც ქანდაკებას მოუხსნეს სემანტიკური, ტრადიციული მნიშვნელობა და სახვით ხელოვნებაში ყველაზე მეტად მასალაზე დამოკიდებული დარგი - ქანდაკება - ნოვაციური ხედვით წარმოადგინეს.
მეორე მიმართულება, რომელზეც გავამახვილებ ყურადღებას, არის ინსტალაციის ხელოვნება. ის პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა და სრულად მოიცვა თანამედროვე სამყარო. ინსტალაცია შემდგომში დაედო საფუძვლად ახალი მედიების ხელოვნებას, პერფორმანსს და სხვა მსგავს მიმართულებებს, თავად კი ეფუძნება მარსელ დიუშანის რედიმეიდის თეორიას, ასევე კურტ შვიტერსის მერცის ობიექტებს. ტერმინი გამოჩნდა ოქსფორდის ინგლისურენოვან ლექსიკონში 1969 წელს. ალან კაპროუმ კი მასთან მიმართებაში ახსენა სიტყვა „გარემო“, რაც მისი განვითარების მთავარი ხაზია. ინსტალაციამ მრავალი სახე მიიღო, ის გავრცელდა როგორც იმერსიულ თეატრში, ისე ინტერაქტიულ ინსტალაციებში, რაც ხაზს უსვამს წარმოდგენის გამართვას. ინტერაქტიული ინსტალაციები იმართება ეწყობა და ატარებს შოუს ხასიათს. ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სკულპტორია ნიკი დე სენ ფალი. მან ქუჩებში დადგა მსხვილი ფორმების მქონე ფერადოვანი ფიგურები. მის მიერ შექმნილი ობიექტები ატარებს მასიურ ხასიათს და ძირითადად დაკავშირებულია პოპულარულ ხელოვნებასთან, მასკულტურასთან. ინსტალაციის ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები არიან ასევე ივ კლეინი, ჯოზეფ ბოისი და სხვები.







ტერმინი პოსტმოდერნიზმი გამოიყენეს მინიმალიზმთან, პოსტმინიმალიზმთან, კონცეპტუალურ ხელოვნებასთან მიმართებით. პირველი კრიტიკული მკვლევარი პოსტმოდენისტული ქანდაკებისა იყო როზალინდ კრაუსი, რომელმაც მოკლედ შეაფასა უახლესი ხელოვნება. იგი აღნიშნავდა, რომ პოსტმოდერნისტული ხელოვნება საკუთარ თავს იშენებს ისეთად, როგორიც თვითონ არ არის. ანუ ის მიუთითებს ისეთ აღრევაზე, რამაც თითქმის შეუძლებელი გახადა მხატვრული პროცესის მართვა. ეს ტენდენცია 1960-ინი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

როზალინდ კრაუსი ასევე საუბრობს პოსტმოდერნისტულ ქანდაკებაზე და მიუთითებს, რომ უახლეს ეტაპზე ქანდაკების განსახორციელებლად დიდი გავლენა იქონია არქიტექტურამ და გარემომ. მან მისი მოსაზრების საფუძველზე ჩამოაყალიბა ე.წ. „გეომეტრიული ფორმულა“.





მოდერნისტული ხელოვნების სწრაფი გადაფასება, ობიექტების წინ წამოწევა და მასიურობა ის ძირითადი მახასიათებლებია, რაც მოდერნიზმის შემდგომ ეპოქაში არსებობს. ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი იყო ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ახდენდა პოპკულტურის პოპულარიზაციას და იძლეოდა ყველა თავისუფალი იდეის განხორციელების შესაძლებლობას.


























#Georgianartfactory #GAF GAFstream
#Newsculpturobject




ავტორი: სოფიო პაპინაშვილი, საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

Comments