2020 წლის 29 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი მეფე გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის განსათავსებლად. დეკემბერში გამოცხადდა მეორე კონკურსიც, რომელიც სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის არქიტექტურულ-მხატვრული კომოპოზიციის განთავსებას გულისხმობდა. მოქანდაკეებს სამუშაოდ რამდენიმე თვე ჰქონდათ.
სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის 9 საკონკურსო წინადადებიდან ქალაქ ახალციხეში სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალს აღმართავს ზეზვა ქურდიანი, მეორე და მესამე ადგილი კი დაიკავეს ირაკლი გოჩიტაშვილმა და ივანე ცისკაძემ. გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური ქანდაკების კონკურსში წარმოდგენილი 13 ნამუშევრიდან კი გაიმარჯვა მოქანდაკე კახა არუნაშვილმა, მეორე და მესამე ადგილებზე კი გიორგი ჭანკოტაძე და ვლადიმერ გორგაძე გავიდნენ.
Comments
Post a Comment