თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტებისა და მემორიალების შესახებ

 



თბილისის მერიაში მიმდინარეობს გამოფენა, რომელიც ქართველი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტების და მემორიალების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ტარდება. თბილისის მერიამ 2020 წლის ივლისის თვეში გამოაცხადა კონკურსისათვის მზაობა და მოქანდაკეთა მიერ  წარმოდგენილი ესკიზები უკვე გადატანილია საგამოფენო სივრცეში. გამოფენის ნახვა თავისუფალია და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაც ჩართული იყოს მიმდინარე პროცესებში, რადგან ქალაქში თითოეული ძეგლის აღმართვაზე ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა. მოსახლეობისადმი ღიაობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა ქალაქმა მიიღოს მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლი და ნამუშევარი არ შეირჩეს ხარჯთაღრიცხვის უპირატესობის გათვალისწინებით (შეგახსენებთ, რომ წინა კონკურსებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://georgianartfactory.blogspot.com/2020/02/blog-post_20.html).

რაც შეეხება კონკრეტულად გამოფენას, ის აერთიანებს 4 კონკურსს, ჟიური იმსჯელებს გრიგოლ რობაქიძის, დიმიტრი ყიფიანის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას მემორიალების და ზვიად გამსახურდიას მონუმენტების შესახებ. წარმოდგენილი პროექტებიდან მხოლოდ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტია განკუთვნილი ინტერიერისათვის, კონკრეტულად კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მდებარე მისივე სახელობის დარბაზში დადგმისთვის. აღსანიშნავია, რომ მისი ბიუსტის ესკიზური ნამუშევრები დაზგური ქანდაკებისათვის დამახასიათებელ თვისებებს ატარებს და გამოირჩევა ზედაპირის რბილი დამუშავებით. დანარჩენი მათგანის ადგილმდებარეობა მათივე სახელობის გამზირებს და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიაზრებს (ქვემოთ მითითებულია მერიის მიერ გამოქვეყნებული რუკის ლინკები).

ესკიზები გამოფენილია არა სპეციალურად გათვალისწინებულ საგამოფენო სივრცეში, არამედ მერიის შენობის მეორე სართულის ფოიეში, რაც ნეგატიურად მოქმედებს საკონკურსო ნამუშევრის აღქმაზე:  არასაკმარისი სივრცის, არასრულყოფილად წარმოდგენილი ინფორმაციის და სპეციალური განათების არარსებობის გამო. აუცილებელია ასევე, რომ ნამუშევარს გამოფენაზე თან დაერთოს მოქანდაკის იდეის ტექსტური ვერსია, რაც მის მიერ გაანალიზებული ნამუშევრის სწორად აღსაქმელად დიდ მნიშვნელობას შეიძენდა. სივრცის გაუთვალისწინებლობა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ კონკურსის ფარგლებში გამოიკვეთა: არასწორია პლანშეტებისათვის შესაფერისი ადგილის უქონლობა და მათი პირდაპირ იატაკზე დალაგება, მოუხერხებელია ესკიზების აღქმა შეუსაბამო სადგამების ზომების გამო, ასევე არასწორია ერთ პოსტამენტზე რამდენიმე ფიგურის ერთმანეთის გვერდით განთავსება. ყველა დეტალში ჩანს, რომ გამოფენისთვის შესაფერისი მომზადება არ ხდება და წარმოდგენილი ესკიზი შემთხვევითობის პრინციპით თავსდება ამათუიმ ადგილზე. ამ დეტალების გამოსწორება დადებითად იმოქმედებს დამთვალიერებელზე და შესაძლოა, პროფესიონალურმა მიდგომამ საზოგადოების ინტერესიც გააღვივოს. 

დიმიტრი ყიფიანი                 



                       


                      


                      

                      


                       



                       




1.      შარტავა-გაბესკირიას ძეგლისათვის განკუთვნილი ადგილები

http://tbilisi.gov.ge/img/original/2020/7/1/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

2.      ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის ადგილმდებარეობა

http://tbilisi.gov.ge/img/original/2020/7/1/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

 3.      დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის ადგილმდებარეობა

http://tbilisi.gov.ge/img/original/2020/7/1/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.pdf

 4.      გრიგოლ რობაქიძის ბიუსტის ადგილმდებარეობა

http://tbilisi.gov.ge/img/original/2020/7/1/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A_%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf


ავტორი: სოფო პაპინაშვილი საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი


#დიმიტრიყიფიანი #ზვიადგამსახურდია #ჟიულიშარტავა #გურამგაბისკირია #გრიგოლ რობაქიძე

Comments